Keepit.ge
რას ვინახავთროგორ მუშაობსფასებიშეფუთვაჩვენ შესახებ
შესვლაშეინახე

სივრცე შენი ნივთებისათვის

დაიწყე თვე/1₾-დან · გაუქმება ნებისმიერ დროს

დაიწყე შენახვა
Keepit.ge

სივრცე შენი ნივთებისათვის

სერვისები

  • რას ვინახავთ
  • ავეჯის შენახვა
  • ელექტრონიკის შენახვა
  • საბურავების შენახვა
  • შენახვა გადაზიდვისას
  • შენახვა რემონტისას
  • ბარგის შენახვა
  • ბიზნესისთვის

კომპანია

  • როგორ მუშაობს
  • ფასები
  • Keepit Coins
  • ჩვენ შესახებ
  • ბლოგი
  • FAQ
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 550 008200
  • info@keepit.ge
  • ოქროჯანაშვილის ქუჩა 20, ზაჰესი, თბილისი 0195

© 2026 Keepit.ge. ყველა უფლება დაცულია.

წესები და პირობები·კონფიდენციალურობა|დაზღვევა
    ბლოგზე დაბრუნება
    29.10.2025Keepit გუნდი2 წაკითხვა

    თხილამურები KEEPIT-ის სივრცეში შეგიძლიათ შეინახოთ

    თხილამურები KEEPIT-ის სივრცეში შეგიძლიათ შეინახოთ

    სასრიალო სეზონის დასრულების მერე თხილამურები KEEPIT-ის სივრცეში შეგიძლიათ შეინახოთ.

    თუ თხილამურებით სრიალი თქვენი ჰობია, ალბათ, საკუთარი აღჭურვილობაც გექნებათ. ზამთრის ეკიპირება საკმაოდ ბევრ ნივთს მოიცავს: თხილამურები, სპეციალური ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სამაგრები, სათვალე, ნიღაბი, ჩაფხუტი და სხვადასხვა წვრილ-წვრილი აქსესუარი. სასრიალო სეზონის დასრულების შემდეგ გვიწევს, ამ ნივთებს სახლში ადგილი მოვუძებნოთ. უნდა ვაღიაროთ, მათი შენახვა არც თუ პატარა სივრცეს მოითხოვს.

    თუ საკმარისი სათავსო არ გაქვთ და თხილამურების შენახვა გინდათ, დახმარებისთვის KEEPIT-ს შეგიძლიათ მიმართოთ. ჩვენთან სულ არის ადგილი თქვენი ზამთრის აღჭურვილობის შესანახად. აქ თქვენი ნივთები მთელი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ იქნება. სეზონზე კი, შეგიძლიათ, მოგვატანინოთ და სრიალით გული იჯეროთ.

    რა არის KEEPIT:

    Keepit არის სივრცე ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც სახლში დიდი ხნით უფუნქციოდ გვიდევს. თხილამურები სწორედ ასეთი ნივთია. მათ მხოლოდ წელიწადის კონკრეტულ მონაკვეთში, განსაზღვრული დროით ვიყენებთ. სასრიალო სეზონზე ნამდვილად გამოსადეგი და პრაქტიკულია, როცა საკუთარი აღჭურვილობა გაქვს, თუმცა თითქმის მთელი წელი ეს ეკიპირება ხელშეუხებლად გვიდევს.

    KEEPIT გთავაზობთ დისტანციურ სათავსოს გონივრულ ფასად, სადაც თხილამურებს შეინახავთ. ეს ყველაფერი მარტივად, ონლაინ შეგიძლიათ გააკეთოთ. შეკვეთას ვებგვერდიდან გააფორმებთ, შემდეგ კურიერი თქვენს ნივთს საწყობში მიიტანს, ან თუ გირჩევნიათ, თავადაც შეგიძლიათ ჩაგვაბაროთ. ნივთებს სასურველ დროს უკანვე დაგიბრუნებთ. მოთხოვნიდან მაქსიმუმ 12 საათში თქვენი თხილამურები ისე დაგიბრუნდებათ, როგორც ჩაგვაბარეთ.

    ერთი სიტყვით, KEEPIT არის საუკეთესო გზა იმისა, რომ სახლში სივრცე გამოათავისუფლოთ.

    შეარჩიეთ სათავსო თხილამურების შესანახად:

    სათავსოს არჩევა შეგიძლიათ ნივთის ან სივრცის მიხედვით. ახლავე აგიხსნით, როგორ.

    თუ აირჩევთ შენახვას ნივთების მიხედვით, მოხვდებით ნივთების კატალოგში. აქ გაეცნობით მათ ჩამონათვალს, ზომებსა და ფასებს. კატალოგში ცალკე გვაქვს გამოყოფილი თხილამურების, სათხილამურო ბათინკების, ციგის, თოვლში სასრიალო დაფის კატეგორიები. სერვისის საფასური გამოითვლება შესანახი ნივთების მიხედვით.

    სივრცის კატალოგში ნახულობთ კუბების ზომებსა და ფასებს. ქირაობთ კონკრეტული მოცულობის სივრცეს და თავად წყვეტთ, როდის რა განათავსოთ მასში. ერთ კუბში ეტევა დაახლოებით 2-დან 6-მდე ისეთი ნივთი, როგორიცაა: თხილამური, ბათინკები, ჩემოდანი, ყუთი, გიტარა და ა.შ.

    შენახვამდე ნივთებს უსაფრთხოდ ვათავსებთ ყუთებში და ვფუთავთ მტვრისგან დამცავი სპეციალური ფირით.

    რამდენი ხნით შეგიძლიათ თხილამურების დატოვება:

    KEEPIT-ზე თავად წყვეტთ, რამდენი ხნით გსურთ თხილამურების დატოვება. გვაქვს ერთთვიანი, სამთვიანი ან ცხრათვიანი ალტერნატივები. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ხანგრძლივია არჩეული საწევრო, მით უფრო დაბალია ყოველთვიური საფასური.

    შეჯამება:

    თხილამურების შენახვა სახლში საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავტოფარეხი არ გაქვთ. KEEPIT ადგილის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ჩვენთან ნივთების შენახვა უსაფრთხო გარემოში შეგიძლიათ. თქვენი ეკიპირება მთელი წელი უვნებლად გვექნება კუბში მოთავსებული. სასრიალო სეზონზე კი უკან დაგიბრუნებთ.

    მზად ხარ დაიწყო?

    შექმენი შეკვეთა რამდენიმე წუთში — ჩვენ ვიზრუნებთ დანარჩენზე.

    დაიწყე შენახვა

    სხვა სტატიები

    როდის ვართ საჭირო

    06.04.2026

    როდის ვართ საჭირო

    სად რა უნდა შევინახოთ

    06.04.2026

    სად რა უნდა შევინახოთ