ერთი მხრივ, შპს შემინახე (ს/ნ 405782942) (შემდგომში კომპანია) და მეორე მხრივ ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში „მომხმარებელი“) რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის ციფრულ პლატფორმაზე keepitge.com ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) შემდეგზე:
მომსახურების პირობები
შპს შემინახე (ს/ნ 405782942) სერვისების წვდომის ან მათი გამოყენებისთვის, თქვენ ჯერ უნდა წაიკითხოთ და დაეთანხმოთ გამოყენების ამ წესებსა და პირობებს.
თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ არცერთი სერვისი, თუ არ ეთანხმებით მომსახურების პირობებს. თქვენი ჯავშანი ან/და სერვისების გამოყენება ჩაითვლება ამ მომსახურების პირობებზე თანხმობად.
კომპანიას შეუძლია უარი თქვას ან შეწყვიტოს მომსახურება თუ მიიჩნევს, რომ ის გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მოცემული პირობების დარღვევით ან რაიმე უკანონო ან არასათანადო მიზნით, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით.
კომპანიამ შესაძლოა პერიოდულად შეცვალოს მომსახურების პირობები. ცვლილების შესახებ ინფორმაცია საიტზე განთავსდება ან მოგეწოდებათ სხვა გონივრული საშუალებებით. მომსახურების პირობებში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. თუ თქვენ იყენებთ სერვისებს მომსახურების პირობებში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩაითვლება, რომ ეთანხმებით ცვლილებებს. თუ არ ეთანხმებით ცვლილებებს, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ეს შეთანხმება.
ამ წესებისა და პირობების შესრულებისას თქვენ აცხადებთ, რომ ხელმოწერის თარიღისთვის ხართ თვრამმეტი წლის.
ამ შეთანხმების გაფორმებით თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ ხართ ერთადერთი მფლობელი/მესაკუთრე იმ ქონებისა, რომელიც შენახული იქნება კომპანიასთან.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია
სერვისებით სარგებლობისთვის, თქვენ მოგეთხოვებათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (მაგალითად: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია), სერვისების რეგისტრაციის პროცესის ფარგლებში ან სერვისების თქვენი შემდგომი გამოყენების ფარგლებში. თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია იქნება სწორი და განახლდება სერვისის/სერვისების გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში.
კომპანია ამუშავებს თქვენს შესახებ ინფორმაციას მისი კონფიდენციალურობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესაბამისად. ეს განმარტავს, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან, როგორ და რატომ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ ასეთ ინფორმაციას, თქვენს უფლებებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით და როგორ დაგვიკავშირდეთ, თუ გაქვთ შეკითხვა ან საჩივარი თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პაროლი და უსაფრთხოება
სერვისებით სარგებლობისთვის პირველად დარეგისტრირებისას, თქვენ მოგეთხოვებათ შეიყვანოთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი, როგორც სერვისის რეგისტრაციის პროცესის ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში და შეცვალოთ პაროლი ნებისმიერ დროს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე და პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე.
ტერმინთან განმარტება
- „ხელშეკრულება“ ნიშნავს თქვენსა და კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებას მომსახურების გაწევის შესახებ;
- „ნივთი“ (ტექსტში შესაძლოა გამოყენებულ იქნას „ქონება“ „საქონელი“ ნიშნავს ნივთებს, რომლის შეფუთვას გადაზიდვას და შენახვას ახორციელებს კომპანია;
- „აკრძალული ნივთი“ ნიშნავს ნებისმიერ ნივთს, რომელიც ჩამოთვლილია დანართში „აკრძალული ნივთების ჩამონათვალი“, ან დროდადრო ჩამოთვლილია საიტზე, როგორც აკრძალული ნივთი;
- „საწყობი“ ნიშნავს კომპანიის მიერ შერჩეულ უძრავ ქონებას, რომელიც ვარგისია საქონლის შენახვისათვის;
„საიტი“/“პლატფორმა“ ნიშნავს კომპანიის ვებსაიტს keepitge.com
ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შემდეგი სახის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა:
ნივთის შეფუთვა, ტრანსპორტირება (მათ შორის დატვირთვა და გადმოტვირთვა), შენახვა.
ანგარიშსწორება
- მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით შესაბამისი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის სანაცვლოდ;
- პლატფორმის მეშვეობით კომპანიის სერვისებით სარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება მომხმარებლის ბალანსის შევსების ფუნქციონალის საშუალებით (რომელსაც იგი ავსებს წინასწარ, როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით და შემდეგ თავად ახდენს საფასურის გადახდას, რადგან ბალანსიდან მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება) ან საბანკო ბარათიდან გადარიცხვით, რომელიც შესაძლებელია შეკვეთაში არსებული „გადახდის“ ღილაკის საშუალებით (მომხმარებელს შეჰყავს საბანკო ბარათის მონაცემები და თავად ახდენს თანხის გადახდას);
გაფრთხილება: მომხმარებლის ბალანსზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია რეკლამაციის განაცხადისა და საგადახდო დავალების წარმოდგენის საფუძველზე, რომლითაც დგინდება მომხმარებლის ბალანსის განმცხადებლის მიერ შევსების ფაქტი.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
მომხმარებელს უფლება აქვს:
- 4.1.1. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სერვისის მიწოდება;
- 4.1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოითხოვოს კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4.2. მომხმარებელი ვალდებულია:
- 4.2.1. მომხმარებლის მიერ შეფუთვის შემთხვევაში ნივთის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო მიწოდების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოს, სათანადოდ შეფუთვა;
- 4.2.2. არ შეინახოს აკრძალული ნივთები;
- 4.2.4. დროულად მიაწოდოს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო სრული და უტყუარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია,
- 4.2.5. დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური;
- 4.2.6. სრულად აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი.
4.3. კომპანიას უფლება აქვს:
- 4.3.1. უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
- 4.3.2. გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს ნივთი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან;
- 4.3.3. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა;
- 4.3.4 თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მოახდინოს ტვირთზე გირავნობის უფლების გამოყენება, დაგვიანების 2 კვირიანი ვადისა და შეტყობინებიდან 5 დღის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მოახდინოს ნივთის რეალიზაცია (ლიკვიდურობის შემთხვევაში) ან განადგურება.
- 4.3.5. ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხიდან ხარჯები დაიფარება შემდეგი რიგითობით: რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, სხვა ნებისმიერი ხარჯი, მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები.
- 4.3.6 დარჩენილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება ჩვენთვის ცნობილ საბანკო რეკვიზიტზე. იმ შემთხვევაში თუ ჩვენთვის ცნობილი საბანკო ანგარიში გაუქმებულია (ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მასზე თანხის დაბრუნება, კომპანია თანხას დააბრუნებს კლიენტის მიერ მოწოდებულ სხვა ალტერნატიულ ანგარიშზე) იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ არ ხდება სხვა ანგარიშის მოწოდება თანხა რჩება კომპანიის საკუთრებაში.
4.4. კომპანია ვალდებულია:
- 3.4.1. მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს ან/და არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
- 3.4.2. აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 1000 ლარისა ერთ ნივთზე.
ძალაში შესვლასთან დაკავშირებული დებულებები და მისი მოქმედების ვადა
შეთანხმება, ძალაში შევა დადასტურებისთანავე და მოქმედებს მის სრულ შესრულებამდე მომხმარებლის მიერ მითითებული ვადით
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხ მარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
წინამდებარე პირობების გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი რომელიც წარმოიშობა მისი ბრალით ნივთის დაკარგვის, მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
- თუ ნივთი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
ზიანი გამოიწვია მომხმარებლისგან მიღებულმა არასწორმა ან/და არასრულმა ინფორმაციამ
- დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
- თუ ნივთის დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით;
- აკრძალულ ნივთებს;
- თუ ნივთი მომხმარებლის მიერ არასათანადოდ არის შეფუთული;
- იმ ნივთების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ამოვიღოთ, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);
- თუ შეფუთვა გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;
- თუ შეფუთვა გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;
- მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ ნივთის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
- ნივთის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ნივთის რეალური ღირებულება);
- თუ ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
დავების გადაწყვეტის წესი
- 7.1 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით;
- 7.2 შეუთანხმებლობის შემთხვევაში ნებისმიერი დავას განიხილება საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
მხარეები თანხმდებიან, რომ დაუძლეველი ძალაში (ფორ-მაჟორში) იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედების დროს მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია/პანდემია, ომი და საომარი მოქმედებები, სამთავრობო ორგანოების მოქმედება, დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ სტატუსს და რეჟიმს.
თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება.
მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდა 2 (ორი) თვეზე მეტ ხანს მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი.
ფორს-მაჟორის გარემოების არსებობის გამო „იჯარის საგნის“ გამოყენების შეუძლებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში საიჯარო ქირა არ გადაიხდება. ქირის გადახდა უნდა აღდგეს „იჯარის საგნის“ (ან მისი ნაწილის) მიმართ მოქმედი ფორს-მაჟორული გარემოების შეწყვეტის თარიღიდან.
კონფიდენციალურობა
- ხელშეკრულების მხარეები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ ერთმანეთის საქმიან ინტერესებს;
- მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება მიიჩნევა კონფიდენციალურად და მხარეთა კომერციულ საიდუმლოებად;
- მხარეები ვალდებულნი არიან, „მეორე მხარესთან“ წერილობით შეუთანხმებლად არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია „მეორე მხარის“ შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
მეიჯარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გამჟღავნების შემთხვევაში მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი.
სხვა პირობები
ხელშეკრულების ყველა დანართი და ცვლილება წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
თუ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს მხარეებს შორის კონკრეტულ შემთხვევაში წარმოშობილ ვალდებულებებსა და უფლებებს, გამოიყენება კანონის ნორმა (ნორმის ანალოგია), რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება რეალურად არსებულ ურთიერთობას.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
დანართი — აკრძალული ნივთების ჩამონათვალი
ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას, საქონელი ან სხვა ნივთები არ უნდა შეიცავდეს და თქვენ არ უნდა შეინახოთ შემდეგი (აკრძალული ნივთები):
- სითხეები, ნახევრად სითხეები, გელები და კრემები.
- მალფუჭებადი საქონელი.
- არამალფუჭებადი საკვები, თუ ის არ არის შეფუთული ისე, რომ დაცული იყოს მავნებლებისგან და არ მიიზიდოს ისინი.
- ანტიკვარიატი (მსხვრევადი და/ან მყიფე).
- ფრინველები, თევზები, ცხოველები ან ნებისმიერი სხვა ცოცხალი ან არაცოცხალი არსება.
- ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი იარაღი, საბრძოლო მასალა, ხმლები ან იგივე ან მსგავსი ნივთების რეპლიკები.
- ბასრი დანები ან სხვა სამზარეულოს ხელსაწყოები, თუ პირი სრულად არ არის დაცული შესაფერისი მასალით, რათა თავიდან იქნას აცილებული დაზიანების რისკი.
- აალებადი ან აალებადი მასალები, სითხეები ან შეკუმშული აირები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, აეროზოლები, დიზელი, ბენზინი, ნავთობი, გაზი, ხელოვნური სასუქი ან საწმენდი გამხსნელები.
- მედიკამენტები.
- ნარკოტიკული საშუალებები.
- ქიმიკატები, რადიოაქტიური მასალები, ბიოლოგიური აგენტები, მათ შორის საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები.
- ტოქსიკური ნარჩენები, აზბესტი ან სხვა საშიში მასალები.
- ნებისმიერი სხვა ტოქსიკური, აალებადი ან საშიში ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც ასეთი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- სპეციალიზებული აღჭურვილობა ელექტრონული და/ან მყიფე კომპონენტებით.
- ელემენტები.
- თამბაქო.
- ფული, საბუთები, ფასიანი ქაღალდები, მარკები, მონეტები ან ნებისმიერი მსგავსი სახის საქონელი ან კოლექცია.
- ნაღდი ფული, საკრედიტო ან სადებეტო ბარათები.
- ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ ექვემდებარება დაშლას და შეუძლებელია უძრავი ქონებიდან გატანა
- საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც არ არის გათიშული, გაწმენდილი, გალღობილი (საჭიროების შემთხვევაში)
- ყველაფერი, რასაც კომპანია, თავისი შეხედულებისამებრ, მიუღებლად მიიჩნევს თითოეული შემთხვევისთვის.
- ნივთები რომლებსაც კომპანია საჭიროდ მიიჩნევს საგანგებო სიტუაციაში (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საშიში ნივთიერებების ან ამოუცნობი ნივთების ეჭვის შემთხვევაში) ან პირების ან ქონების დაზიანების ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
- ნივთებმა, რომლებმაც კომპანიის გადაწყვეტილებით შესაძლოა, საქონლის ან სხვა ნივთების შეფუთვას, შენახვას ან შენახვის გაგრძელებას საფრთხე შეუქმნას.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (14 დღე)
საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ შპს „შემინახემ“ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას ზემოთ აღნიშნულ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელს უფლება აქვს, ზემოთ გათვალისწინებული ფორმა ელექტრონულად ჩაიბაროს. აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე.
მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ზემოთ დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება კომპანიას აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
- მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შპს „შემინახემ“ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, შპს „შეინახე“ ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
კომპანიას შეუძლია უარი თქვას ნებისმიერი ნივთის შეფუთვაზე, შენახვაზე ან ტრანსპორტირებაზე; ან
ნებისმიერ დროს დაგიბრუნოთ ნებისმიერი საქონელი ან სხვა ნივთები, თქვენი ხარჯებით.
კონტაქტი
მომსახურების პირობებთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
