პრეამბულა
ვებგვერდზე keepitge.com ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
მომხმარებელი, რომელიც შპს „შემინახე“-ს საკუთარი სურვილით მიაწვდის პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „შემინახე“-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. ჩვენი მიზანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივად მავალდებულებელი დოკუმენტი.
1. ტერმინთა განმარტება
- 1.1 ჩვენ ან დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი - აღნიშნავს შპს „შემინახე“-ეს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405782942), რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
- 1.2 დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - აღნიშნავს იურიდიულ პირს ან საჯარო დაწესებულებას, რომელიც მონაცემებს ამუშავებს ჩვენთვის ან ჩვენი სახელით;
- 1.3 თქვენ - აღნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს, განიზრახა ან ინტერესი გამოხატა, რომ ესარგებლა ჩვენი მომსახურებებით, ასევე წარმომადგენლებს ან მესამე პირებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენთან და რომელთა შესახებაც თქვენ შეგვატყობინეთ ან სათანადოდ მიგვითითეთ;
- 1.4 მონაცემთა დამუშავება - აღნიშნავს მონაცემთა მიმართ ჩვენს მიერ (ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ჩვენთვის ან ჩვენი სახელით) შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე, მათ შორის, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ვიდეომონიტორინგს, აუდიომონიტორინგს, ორგანიზებას, დაჯგუფებას, სისტემატიზაციას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გაზიარებას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები
- 2.1 შპს „შემინახე“ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისათვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად. მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობის ვალდებულება არ ვრცელდება კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებზე;
- მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
- მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
- მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
- მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
- მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძვლები
- 3.1 თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი შპს „შემინახე“-ს ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას მომხმარებელს გავუწიოთ რაიმე სახის მომსახურება და შევიდეთ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
შპს „შემინახე“-სა და უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
- მისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი შეიძლება იყოს:
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
- მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
- განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
- დანერგილი სიახლეების დატესტვა;
- ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
- მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
- მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
- მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
- სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
- სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
- კანონიერი ინტერესების დაცვა;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
4. კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოქმედების სფერო
- 4.1 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება ნებისმიერ ფიზიკურ პირს (და არა იურიდიულ პირებს) რომელთა მონაცემები მუშავდება ჩვენს მიერ მომსახურების მიწოდების ფარგლებში;
- 4.2 შესაბამისად, ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მოვახდინოთ შემდეგი კატეგორიის ფიზიკური პირების ინფორმირება მათ მონაცემთა დამუშავების შესახებ:
- 4.2.1 ჩვენი მომხმარებლები
- 4.2.2 ჩვენი მომავალი პოტენციური მომხმარებლები;
- 4.2.3 ჩვენი ყოფილი მომხმარებლები;
- 4.2.4 ჩვენი მიმწოდებლების და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და საკონტაქტო პირები, რომლებიც გვაწვდიან მომსახურებებს
- 4.2.5 ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორები;
5. მონაცემების კატეგორიები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ
5.1 შპს „შემინახე“ ამუშავებს მომხმარებლის შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:
მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- პირადი ნომერი;
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანილი მონაცემები (მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და პროდუქტის მიღების/ჩაბარებისთვის);
- ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული ხელმოწერა);
მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემები:
- მისამართი (მათ შორის, ქალაქი, ქუჩა, საფოსტო ინდექსი);
- მობილური ტელეფონის ნომერი;
ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ნივთის შესახებ მონაცემები:
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები:
ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული მონაცემები:
- ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (მომხმარებლის სახელი და პაროლი);
- ელექტრონული პლატფორმის პირადი ანგარიშის ბალანსზე არსებული თანხა, ანგარიშსწორებისა და დავალიანების ოდენობის შესახებ მონაცემები;
- ინფორმაცია ელექტრონული პლატფორმების საშუალებით შეკვეთილი პროდუქტის/სერვისის შესახებ (მათ შორის, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი).
ანგარიშსწორებასთან/დავალიანებასთან დაკავშირებული მონაცემები:
- ინფორმაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით წარმოებული გადახდების შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერი, საბანკო გადარიცხვის ქვითარი, საგადახდო დავალება (დოკუმენტის ნომერი, თარიღი, გადამხდელი, თანხა, დანიშნულება, ბანკი);
- დავალიანების არსებობის, მისი ოდენობისა და წარმოშობის საფუძველთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- საბანკო ანგარიშის ნომერი.
შენიშვნა: შპს „შემინახე“ არ ინახავს/არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. მუშავდება ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით წარმოებული ანგარიშსწორების შესახებ, ხოლო საბანკო ანგარიშის მონაცემები, მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან მომხმარებლის მიერ ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნებით.
მომხმარებლის მიერ ან მომხმარებლისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული მონაცემები:
- ზიანის მიმყენებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
- გარემოებები, რომლებშიც მოხდა ზიანის მიყენება;
- მიყენებული ზიანის ოდენობა;
- მოკვლევის ფარგლებში მოძიებული სხვა ინფორმაცია.
მომსახურების ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების შესახებ მონაცემები:
- ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ელექტრონული პლატფორმების სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია;
- მომსახურების ხარვეზებთან დაკავშირებით მომხმარებლის განცხადების/საჩივრის/რეკლამაციის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია;
- მომსახურებასთან დაკავშირებული ან მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების შედეგად მომხმარებლისგან მიღებული პასუხები.
კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მონაცემები:
- სასამართლოსათვის შესაბამისი განჩინების საფუძველზე გადასაცემი ინფორმაცია;
- საგამოძიებო/სამართალდამცავი ორგანოსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასაცემი ინფორმაცია;
- საგადასახადო ორგანოსათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის გადასაცემი ინფორმაცია;
- საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირებისათვის გადასაცემი მონაცემები.
მომხმარებლის თანხმობასთან დაკავშირებული მონაცემები:
- თანხმობის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებული მონაცემი;
- თანხმობის მიცემის დრო;
- თანხმობის გამოხმობის ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებული მონაცემი;
- თანხმობის გამოხმობის დრო.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებული მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი.
Cookies ფაილები:
- ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის სავალდებულო მზა ჩანაწერის ფაილები.
აუდიო მონიტორინგი
მომსახურების გაწევის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ხარვეზების აღმოფხვრის, მომხმარებელთან უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით, შპს ,,შემინახე“-ს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად ხორციელდება შპს „შემინახე“-ში (ტელ: +995 550 008200) შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების აუდიომონიტორინგი, რომლის შედეგადაც მუშავდება მომხმარებლის ხმა და მის მიერ ოპერატორისთვის მიწოდებული მონაცემები. ამასთან, აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე ხორციელდება მომხმარებლის გაფრთხილება აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განემარტება აუდიომონიტორინგის გზით მისი მონაცემების დამუშავების მიმართ სურვილის არქონის შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვა ალტერნატიული არხებით სარგებლობის შესაძლებლობა.
შენიშვნა: შპს „შემინახე“-ს ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შედეგად გახსნილი მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული სახელისა და პაროლის საშუალებით. პირადი ანგარიშის გახსნის დროს ავტორიზაციის მიზნით მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მისამართზე იღებს შესაბამის წვდომის კოდს, ხოლო მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი კოდი ემსახურება ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციას. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი პირადი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი მიიღებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, ივარაუდება, რომ ის მოქმედებს სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში და შპს „შემინახე“ არ იღებს პასუხისმგებლობას დამდგარ შედეგებზე.
შპს „შემინახე“ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს მონაცემთა კატეგორიებს, მოცულობას, მონაცემთა დამუშავების მიზანს, ფორმას, საშუალებებს და მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესაძლო საფრთხეებს, აგრეთვე პერიოდულად აფასებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების ეფექტიანობას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ადეკვატური ზომების მიღებასა ან/და არსებულის განახლებას.
6. როგორ ვაგროვებთ თქვენ შესახებ მონაცემებს
6.1 ძირითადად ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ მონაცემებს, როდესაც:
- 6.1.1 თქვენ განიზრახეთ ან რეგისტრირდებით როგორც მომხმარებელი, ჩვენი მომსახურებების მისაღებად;
- 6.1.2 ჩვენგან იძენთ მომსახურებას;
- 6.1.3 თქვენ უკავშირდებით ჩვენ მომსახურების ცენტრს ან მოგვმართავთ რაიმე კითხვით ან საჩივრით;
- 6.2 შესაბამისი საჭიროებისას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენს შესახებ მონაცემები სხვა წყაროებიდან, მათ შორის ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან, მაგრამ არამხოლოდ - თაღლითური შემთხვევების პრევენციის სფეროში მოქმედი სააგენტოები, ბიზნეს ცნობარები და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციები. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენი სხვა საქმიანობების ფარგლებში, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან თუ სხვა კომპანიებიდან.
7. როგორ ხდება მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან
- 7.1 ჩვენ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას სხვადასხვა კატეგორიის ჩვენ ქვეკონტრაქტორებთან, მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან, თანადამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან, საჯარო დაწესებულებებთან და სხვა მესამე პირებთან. როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, ჩვენი მხრიდან ხდება მონაცემების გაზიარება იმ მესამე პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ, თანამშრომლობენ ან ჩართული არიან ჩვენთან ერთად მომსახურების შექმნაში. ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს საჯარო დაწესებულებებს, როდესაც ეს ვალდებულება დადგენილია კანონით. ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა გაზიარება ეფუძნება თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობას ან როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევთ ადეკვატურ და რელევანტურ ზომად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებთ.
- 7.2 ჩვენი მხრიდან მონაცემები შეიძლება გაზიარდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ კომპანიებთან, იმ შემთხვევაში თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქვეყანაში არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.
- 7.3 მონაცემები შესაძლებელია გაზიარებული იქნეს საჯარო დაწესებულებებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად.
- 7.4 მიუხედავად მოცემული პირებისა, ვისთანაც ხდება მონაცემების გაზიარება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, სამართლებრივი მოთხოვნის ფარგლებში, მონაცემები შეიძლება გაზიარებული იქნეს:
- სასამართლო ორგანოებისათვის;
- სამართალდამცავი, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისათვის;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის;
- საგადასახადო ორგანოებისათვის;
- კონკურენციის სააგენტოსთვის;
8.მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს შპს „შემინახე“-ს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც სათანადო დასაბუთებით ხდება ამ ვადის არაუმეტეს 10 სამუშაო დღით გაგრძელება, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ), უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემების დამუშავების საფუძველი და მიზანი;
- მონაცემების შეგროვების/მოპოვების წყარო;
- რა ვადით ინახება მონაცემები, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის რა კრიტერიუმები არსებობს;
- რა უფლებები აქვს მომხმარებელს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით დადგენილი უფლებები);
- ვისზე გაიცემა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი, აგრეთვე სათანადო გარანტიები, თუ მონაცემები გადაეცა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიები, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
მომხმარებელს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთან, თუ მომხმარებელი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
შპს „შემინახე“ უფლებამოსილია მომხმარებელს საჭიროებისამებრ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება.
9. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.
მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც სათანადო დასაბუთებით ხდება ამ ვადის არაუმეტეს 10 სამუშაო დღით გაგრძელება, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია შპს „შემინახე“-ში. მომხმარებელს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, შპს „შემინახე“-ს მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
10. მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორების, განახლების ან/და შევსების მოთხოვნის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მომხმარებელს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
11. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მომხმარებელს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
შპს „შემინახე“-ს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
- არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;
- მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლებისუფლების განსახორციელებლად;
- მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არიქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
12. მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
- მომხმარებელი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
- მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
- მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
- მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
- არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით და ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.
მომხმარებელს შეიძლება უარი ეთქვას მონაცემების დაბლოკვაზე, როდესაც მონაცემების დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- შპს „შემინახე“-ს მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
- კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით შპს „შემინახე“-სთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
- შპს „შემინახე“ ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მომხმარებლის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
- მომხმარებლის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას.
მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.
მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:
- მომხმარებლის თანხმობით;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად;
- შპს „შემინახე“-ს ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;
- კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.
13.თანხმობის გამოხმობის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
მომხმარებელს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
14.პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით. კერძოდ, მობილურ ტელეფონის ნომერზე „SMS OFF“ ფუნქციის გამოყენების გზით ან/და შპს „ ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით (მათ შორის, ციფრული სერვისების პლატფორმაში, მოთხოვნის დაფიქსირების გზით (არსებობის შემთხვევაში) ასევე კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე (ელ-ფოსტა, ვებგვერდი, სოციალური ქსელი - წერილობით მიმართვის გზით).
ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შპს „შემინახე“-ს ეკისრება მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
15. გასაჩივრების უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
16. მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. ამასთან, უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, შპს „შემინახე“-ს გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
მომხმარებლის უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. ამასთან, მომხმარებლის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში შპს „შემინახე“ უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მომხმარებელს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.
შპს ,,შემინახე“ უზრუნველყოფს რომ დაცული იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული უფლებები, თუ არ არსებობს მათი რეალიზების ამავე კანონით გათვალისწინებული შემზღუდავი გარემოება.
17. მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელს ეკისრება სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და მისი განახლების ვალდებულება.
მომხმარებელი ვალდებულია შპს „შემინახე“-ს მომსახურებით, მათ შორის, ელექტრონული პლატფორმების საშუალებით შესაბამისი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის მიზნით, მიაწოდოს მას სრული და ზუსტი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი განახლება.
პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრების უსაფრთხოდ შენახვის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს შპს „შემინახე“-ს ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრაციის შედეგად გახსნილი პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები.
შენიშვნა: შპს „შემინახე“ არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ვალდებულებების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე.
18. კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
შპს „შემინახე“-ს პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანია ინახავს/ამუშავებს კანონმდებლობით, წინამდებარე პოლიტიკითა და კომპანიის სამუშაო სპეციფიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
შპს „შემინახე“ წარმოადგენს იქომერს პლატფორმას, სადაც მომხმარებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის შემდეგ, კუთვნილი user-ით არაერთჯერადად ისარგებლოს მომსახურებით, გამომდინარე აქედან, კომპანიის მიერ თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია user-ის მონაცემთა დამუშავება პარალელურ რეჟიმში. აღნიშნული მონაცემთა დამუშავების მიზნიდან გამომდინარე შეუძლებელია მონაცემთა შენახვის ვადის კონკრეტულად განსაზღვრა. შესაბამისად, კომპანია მონაცემებს ინახავს ვიდრე მომხმარებელი არ გამოთქვამს სურვილს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ან/და არ დადგება კანონით გათვალისწინებული შემთხვევები.
19. ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 550 008200
კონტაქტი
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვებისა და თქვენი უფლებების განსახორციელებლად დაგვიკავშირდით:
